მდინარე ნატანები – სოფელ გაღმა დვაბზუს ტერიტორიაზე და მასთან დაკავშირებული პრობლემები
პროექტის მთავარი თემა: წყალდიდობა და წყალმოვარდნა მდინარეზე.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები პრაქტიკულად დააკვირდებიან მდინარის კალაპოტსა და ჭალას გაღმა დვაბზუს ტერიტორიაზე, განსაზღვრავენ სიღრმითი და გვერდითი ეროზიის მიმართულებებსა და შედეგებს.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა თვალნათვლივდაინახონ ეროზიის მიერ მიყენებული ნგრევისშედეგები და მის ასაცილებლად ჩატარებული საინჟინრო ნაგებობანი.
მოსწავლეთა ასაკი: 13–14 წელი. (VII-VIII კლასები)
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები პრაქტიკულად დააკვირდებიან თუ რა დიდი ძალა აქვს წყალდიდობასა და წყალმოვარდნას, ნახავენ ხიდს ქვემოთ ჩასხმულ რკინა ბეტონის კაშხალს, რომელიც ხიდის საყრდენ ბოძებს იცავს ძირის გამორეცხვისაგან. აგრეთვე ნაპირის გამყოლი ჯებირის უზარმაზარი მასის ნარჩენს, რომელიც წყალმა დაანგრია და მიმდებარე სიმინდის ყანებს, ნაწილიც წყალმა წაიღო.
რესურსები პროექტისათვის: კომპასი, წამზომი, რვეულები, ფანქრები, თერმომეტრი, წამზომი, სახაზავი, მეტრიანი სახაზავი, ხმელი მასალის (ხის) პატარა კუბიკები–აიჩქარის გასაზომად. წინასწარ გავეცნობით ინტერნეტში არსებულ მასალასა და სურათებს მდინარე ნატანების შესახებ.
პროექტის მსვლელობა:
პირველი კვირა.
მოსწავლეები დავყავი სამ ჯგუფად, გავანაწილე მოვალეობები.
მოსწავლეებმა გამოყვენ ძირითადი თემა – წყალდიდობისა და წყალმოვარდნის უარყოფითი შედეგები.
დავიწყეთ მუშაობა: მოსწავლეებმაგანსაზღვრესმდინარის მონაკვეთის მიმართულება ჰორიზონტის მხარეების მიმართ. გაზომეს მდინარის სიგანე,საშუალო სიღრმე. მდინარის სიჩქარე. მდინარის მონაკვეთზე არსებული ორივე ხიდის სიმაღლე, სიგრძე და სიგანე.
მეორე ჯგუფმა შეისწავლა მდინარის ორივე ნაპირი გვერდითი ეროზიის თვალსაზრისით და გამოიტანეს დასკვნა, რომ მონაკვეთზე ეროზირებული და დაშლილია მდინარის მარჯვენა ნაპირი–შედეგი დააკავშირეს დინების მიმართულებასთან დადედამიწის ღერძის ირგვლივ ბრუნვასთან. მესამე ჯგფმა შეისწავლა მონაკვეთზე წინათ არსებული ქვის სამტვრევი ე. წ ,,დრაბილკა“, რომელიც ათეულობით წელი მუშაობდა და მდინარის მოცემული მონაკვეთიდან ათასობით ტონა ინერტული მასალა იქნა ამოღებული და გატანილი, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ეროზიულ პროცესებზე.
მეორე კვირა:
აზიმუნტური აგეგმისათვის დგომის წერტილად ვირჩევ ხიდთან ახლოს მდებარე მოსაცდელს და ვიწყებ მოცემული ადგილის მარტივი გებმის შედგენას. ჯერ არსებულ ობიექტებამდე (ყოფილი ქვის სამტვრევი, ყოფილი ბეტონის საამქრო კომერციული მაღაზიები, ყოფილი ტროლეიბუსების სადგომი, მაღალი ძაბვის ელექტრო ბოძები და სხვა) ვსაზღვრავ აზიმუნტებს. შემდეგ მოსწავლეები ზომავენ მანძილს ობიექტებამდე წყვილი ნაბიჯით. შევკრებთ ყველა მონაცემს დავბრუნდებითსკოლაში.
პროექტის ბოლო ორ დღეს ვუთმობთ ადგილის გეგმის შედგენას შესაბამის მასშტაბში.
ბოლოს გამოგვაქვს დასკვნა მდინარის მიერ მიყენებული ზარალის შესახებ––რეფლექსია.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.
პროექტის ხელმძღვანელი: მიხეილ სიხარულიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mixeilsixarulidze@gmail.com
No comments:
Post a Comment